დვაბზუ

დვაბზუ, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), მდ. ნატანების მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: დ., გაღმა დვაბზუ). ზ. დ. 130 მ, ოზურგეთიდან 5 კმ. 1,6 ათ. მცხ. (2002).

სოფელშია შ. რადიანის სახლ-მუზეუმი. მოქმედებს წმინდა გიორგის ეკლესია.