„დიამბეგო“, ქართული (კახური) ხალხური ლირიკული სიმღერა.
მიმართვის ობიექტი, მართალია, ოფიც. მოხელე – დიამბეგია, მაგრამ არსებითად სიმღერა სილამაზით განთქმულ მის ქალიშვილს ეძღვნება. სიმღერა სამხმიანია და რამდენიმე მუხლისაგან შედგება. ახლოსაა სუფრულ სიმღერებთან (გაბმული, ბურდონული ბანი, მოდულაციური გეგმა, მელოდიური განვითარების ხერხები).
ო. ჩიჯავაძე