დეკა

დეკა კავკასიური (Rhododendron caucasicum)

დეკა (Rhododendron caucasicum), რელიქტური მცენარე მანანასებრთა ოჯახისა, როდოდენდრონის გვარისა.

მარადმწვანე დაბალი (1– 1,5 მ) ბუჩქია. მიწაზე გაწოლილი ღეროები და რკალისებრ წამოწეული ტოტები აქვს. მისი მოგრძო ფოთლების ზედა მხარე შიშველია, ქვედა კი – ქეჩისებრ ბუსუსიანი. თეთრ ან მოყვითალო მეტად ლამაზ ზარისებრ ყვავილებს დაყვავილებისას ზოგჯერ ვარდისფერი გადაჰკრავს.

ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. გავრცელბულია კავკ. სუბალპ. და ალპ. სარტყელში ზ. დ. 1600–3000 მ -მდე. გვხვდება აგრეთვე თურქეთში – პონტოს მთებში, კავკ. დას. ნაწილში.

ხარობს ყველანაირ ფერდობზე, აღმ. რ-ნებში ჩრდ. კალთებს ეტანება. ჩვენს სუბალპ. ტყეებში (არყნარები, წიფლნარები) იზრდება ძალზე შეკრულ ქვეტყედ, ალპ. სარტყელში კი ქმნის ასევე ხშირ რაყას – დეკიანს. ყვავილობს ივნ.-ივლისში, ნაყოფი მწიფდება აგვ.-სექტემბერში. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

მ. სახოკია