დეკაპრელევიჩი ლეონარდ ლეონარდის ძე

130px|thumb|ლ. დეკაპრელევიჩი

დეკაპრელევიჩი ლეონარდ ლეონარდის ძე [13 (25). VII. 1886, თბილისი, – 7. XI. 1981, იქვე], გენეტიკოს-სელექციონერი, ბოტანიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.- კორ. (1944). სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1930).

1912 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო-ისტ. განყ-ბა და მუშაობა დაიწყო თბილ. ბოტან. ბაღის სელექციის განყ-ბაში თავდაპირველად უმცროს სპეციალისტად (1914), შემდეგ – გამგედ (1916).

1929-იდან იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ლექტორი, 1937–73 – ამავე ინ-ტის გენეტიკა-სელექციის კათედრის გამგე, შემდეგ – მისი საპატიო გამგე და კონსულტანტი.

დ. მეცნიერულად იკვლევდა ძირითადად ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართვ. კულტ. ფლორას. მან ნ. ვავილოვთან და პ. ჟუკოვსკისთან ერთად დაადგინა, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი კერაა მსოფლიოში, განსაზღვრა ხალხური სელექციის როლი ამ მცენარის გაუმჯობესებაში.

გამოიყვანა ხორბლის, სიმინდის, ქერისა და ლობიოს ახ. ჯიშები. აქვს 8 საავტორო მოწმობა. არის ნ. ვავილოვის სახ. პრემიის ლაურეატი (1973).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Роль Грузии в происхождении пшеницы, Тб., 1942; Виды, разновидности и сорта пшеницы Грузии, Тб., 1954.

ბიბლ.: ლეონარდ დეკაპრელევიჩი. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. მ. ბარკავა, თბ., 1987.

გ. თოდუა