„დიდა ვოი ნანა“, ქართული (მეგრული) ხალხური ლირიკული სიმღერის თვალსაჩინო ნიმუში.
ძირითადად იმღერება ჩონგურის თანხლებით. სიმღერა სამხმიანია, აგებულია მრავალხმიანობის ბურდონულ და კომპლ. ტიპებზე. ძირითადად ასრულებენ ქალები.
მოითხოვს მელოდიის კანტილენურ გამღერებას, დინჯ და აუღელვებელ შესრულებას.
ი. ჟორდანია