დიდაჭარა

დიდაჭარა, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. აჭარისწყლის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ბოღაური, ირემაძეები). ზ. დ. 1000 მ, ხულოდან 5 კმ. 1,4 ათ. მცხ. (2002).

დ. ზემო აჭარის უძველესი სოფელია. შუა საუკუნეებში სახელწ. „დიდაჭარა" ქვეყანას აღნიშნავდა, ასეთი მნიშვნელობითაა ის დადასტურებული გიორგი მთაწმიდლის „ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლაში" (XI ს.): „...შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა".

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე  ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, [წგ.] 1, ბათ., 1958.

ი. სიხარულიძე