დიდგორობა

დიდგორობა, ხალხური რელიგიური დღეობა ქართლში, იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფ. დიღომთან, დღეობაზე მოდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგიერთი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი.

მოსულთა შორის იყვნენ ხელოსნები და ვაჭრები, რ-ებიც ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობდნენ. აქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას. აქ შემორჩენილია წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რ-ის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართვ. ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში).

დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი „მოვიდა გორაზე" (ასე ეწოდებოდა პატარა გორას). ქართლის გარდა, დ. ხევსურეთშიც აღინიშნებოდა.

ჯ. სონღულაშვილი