დიდი აბული

დიდი აბული, მთა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 3301 მ.

აგებულია ძირითადად ნეოგენური ჰიალოდაციტებით. ჩამქრალი ვულკანია. ვულკანის კონუსს, სიძველისა და დიდი სიმაღლის გამო, დაკარგული აქვს ფორმა. კალთებზე გამომუშავებულია ძველმყინვარული ცირკები და მორენული ზვინულები. მთის უმეტესი ნაწილი შემოსილია ალპ. მდელოებით.

მოფენილია პერიგლაციალური ლოდებითა და ღორღით.

ლ. მარუაშვილი