დიდი ბეკამი

დიდი ბეკამი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ტერიტორიულ ორგანოში (შიდა ქართლის მხარე), ლიხის ქედის აღმ. კალთაზე. ზ. დ. 820 მ, ხაშურიდან 6 კმ. 308 მცხ. (2002).

სოფ. ბეკამი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სურამის წყლის სოფელთა სიაში. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით დგას წმ. გიორგის („კვართის") დარბაზული ეკლესია (განვითარებული ფეოდ. ხანა). სოფლის სამხრ.-აღმ-ით, სასაფლაოზე, დგას სავანეთის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (XVIII ს.).

ჯ. გვასალია