დიდი გუბი, სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, მდ. გუბისწყლის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას, ქუთაისი–ხონის საავტ. გზაზე.
გუბის თემის ცენტრი (სოფლები: დ. გ., პატარა გუბი, შუა გუბი). ზ. დ. 80 მ, ხონიდან 8 კმ. 816 მცხ. (2002).