დემეტრაშვილი ავთანდილ ვლადიმერის ძე

ა. დემეტრაშვილი

დემეტრაშვილი ავთანდილ ვლადიმერის ძე (დ. 21. XI. 1941, სოფ. პატარა თონეთი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), იურისტი, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, საქართვ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავ-რე (1996–2001), საქართვ. სახელმწ. საკონსტიტუციო კომისიის თავ-რე (2009-იდან). 2001–04 იყო იუსტიციის საბჭოს წევრი. დაამ- თავრა ქ. პერმის სახელმწ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1967), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის ასპირანტურა (1975). 1986-იდან მუშაობს თბილ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტში (კათედრის გამგე, პროფესორი), არის მრავალი სამეცნ. შრომის (მ. შ. 3 მონოგრაფია) ავტორი, კონსტ. სამართლის 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. მინიჭებული აქვს მოსამართლის უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის სპეც. წოდება და იუსტიციის სახელმწ. მრჩევლის საკლასო ჩინი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.