დიდი ვანის განძი, ძვ. წ. XIII ს. ბრინჯაოს ნივთების განძი, აღმოჩენილია 1985 სოფ. დიდ ვანში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ე. წ. რცხილის გორაზე.
აღნიშნული განძიდან საყურადღებოა ბრინჯაოს თოხი, რ-საც აქვს ფართო მორკალული პირი და ტანისგან გამოყოფილი სატარე.
დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტ.: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.
ა. რამიშვილი