დიდი ირაგა

დიდი  ირაგა, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ირაგის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ირაგის ქვაბულში, მდ. ასლანკის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1190 მ, თეთრიწყაროდან 13 კმ. 69 მცხ. (2002).

სოფლის აღმ. ნაწილში ნასოფლარის ნაშთი და გვიანდ. ფეოდ. ხანის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია დგას. შეკეთებულია XX ს-ში. სოფლის სამხრ-ით, მდ. თორნისწყლის მარჯვ. ნაპირას, მცირე ბორცვზე, XX ს. დასაწყისში აუშენებიათ წმ. გიორგის ეკლესია.

ბორცვის ფერდობზე ნასოფლარია.