დემეტრე თავდადებულის ფელსი

დემეტრე თავდადებულის ფელსი სპილენძი XIII ს. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი.

მეფე დემეტრე II-ის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტა.

შუბლზე, ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში, არის დაქარაგმებული ასომთავრული წარწერა – „დემეტრე", ჩარჩოს გარეთ – „მეფეთა მეფე", ზურგზე (ცენტრში) მოთავსებული ორნამენტული ნიშნის ირგვლივ წარწერაა: „გვწამს მამაჲ ძეჲ და სული წმიდაჲ" (ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში).

ლიტ.: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969.

ი. ჯალაღანია