დემჩინელი, დ ე მ ჩ ი ნ ს კ ი, სერგო ვასილის ძე (24. IX. 1906, ჭიათურა, – 12. XII. 1968, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967).
დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი (1933). 1936-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა „თბილქალაქპროექტში".
დ-ის ძირითადი ნამუშევრებია: საცხოვრ. სახლები თბილისში – დავით აღმაშენებლის პროსპექტზე (1936), ბარათაშვილის ქუჩაზე (თანაავტორი, 1939), თამარ მეფის პროსპექტზე (1945), მელიქიშვილის ქუჩაზე (1949); მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეკონსტრუქცია (თანაავტორი, 1938–39), მეტეხის ხიდი (კონსტრუქტორი გ. ჩომახიძე, 1951), ადგილ. მრეწვ. სამინისტროს ადმ. შენობა (1953), კინოთეატრები – „საქართველო" (1955) და „გაზაფხული" (1956).
ს. კინწურაშვილი