დიდი ლობოროტი, მთა ბაღდათისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდ. განშტოება ლობოროტის ქედზე, მდინარეების წაბლარასწყლისა და სუფსის სათავეებში.
სიმაღლე ზ. დ. 2730 მ. აგებულია შუაეოცენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით. კალთებზე ზემოთ სუბალპ. და ალპ. მდელოებია, ქვემოთ – წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყე.
ქ. ჯაყელი