დიდი ოფეთი, სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის სამხრ. მთისწინეთში, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) ხეობაში.
ოფეთის თემის ცენტრი (სოფლები: დ. ო., თხილაგანი, მტერჩვეული, ნაწილოფეთი, პატარა ოფეთი, წიაღუბანი). ზ. დ. 240 მ, სამტრედიიდან 16 კმ, დაფნარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 9 კმ. 160 მცხ. (2002).