დიდოელები

დიდიოელები, ც ე ზ ე ბ ი, დაღესტანში მცხოვრები ხალხი.

ძირითადად დასახლებული არიან წუნტის რ-ნის აულ ბეჟიტაში. ენა განეკუთვნება ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ჯგუფს. უმწერლობო ენაა.

სალიტ. ენა – ხუნძური. ყოფითა და კულტურით ხუნძებს ენათესავებიან. მატერ. კულტურაში ქართ. გავლენა შეინიშნება.

საოჯახო მოხმარების ბევრი ნივთი ქართ. წარმომავლობისაა სახლებსაც ქართვ. მთიელთა მიბაძვით აშენებდნენ.

დიდოელი ქალები, ყველა სხვა კავკასიელისაგან განსხვავებით, მხრებამდე დაშვებულ საყურეებს ატარებდნენ.

ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა, ნაწილობრივ – მიწათმოქმედება.

თ. ჩიქოვანი