დიდღელე

დიდღელე, კარსტული მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ყუმისთავის ჩრდ.-აღმ-ით 5 კმ. ზ. დ. 400 მ.

გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. დერეფნული ტიპისაა, დაღმავალი. ფსკერის ფართ. 750 მ². საერთო მოცულობა 6000 მ³. მაქს. სიმაღლე 5 მ, სიგანე 3 მ. ჯამური სიგრძე 250 მ. მღვიმე ქიმ. ნაღვენთებით ღარიბია. ფსკერზე გვხვდება ჭერიდან და კედლებიდან მორღვეული ლოდნარი.

დ-ში გაედინება ნაკადი, რ-იც აჩენს ჭორომებს. წყლის საშ. ტემპ-რა 11,5ºC. მღვიმის ბოლოში სიფონური ტბაა.

ძლიერი წვიმების დროს ნაწილობრივ იტბორება.

მიწისქვეშა ნაკადული ყუმის ვოკლუზს უერთდება.

ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი ჯ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.

ჯ. ჯიშკარიანი