დიდღვაბუნის ციხე, ადრინდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე მდ. ცხენისწყლის ხეობაში (ხონის მუნიციპალიტეტი).
მდებარეობს მდინარეების ოხვირისა და ცხენისწყლის შესაყარში. მის ჩრდ.-დას-ით პატარა ბორცვზე შემორჩენილია მომცრო ციხის ნაშთი, როგორც ჩანს, იგი დ. ც-ის მისადგომებს იცავდა.
დ. ც. კონტროლს უწევდა ცხენისწყლის ხეობაზე გამავალ გზას, რ-იც ლეჩხუმსა და სვანეთს ბართან აკავშირებდა. ზოგი მკვლევარი (ი. სიხარულიძე) მას უქიმერიონის ციხესთან აიგივებს.
ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., „უხეიმერიონის" ადგილმდებარეობა (წინასწარი ცნობა), «ძეგლის მეგობარი», 1970, №21.