დერიუგინი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (დ. 30. IV. 1959, ქუთაისი), სპორტსმენი (კალათბურთი).
1980 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი, 1985 – თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. კალათბურთის თამაში დაიწყო ქუთაისში.
სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1982). თამაშობდა თბილ. „დინამოს" (1975–87), სსრკ ჭაბუკთა ნაკრების (1975– 78), სსრკ ნაკრების (1978– 85), თბილისის „თბილისის" (1991–92), უნგრეთის „მაფცის" (1992–93), თბილისის „ვითას" (1993–94), სლოვაკეთის „სოვაკო ფარმას" (1994–95) და თბილისის „სდასუს" შემადგენლობაში.
ევრ. ჩემპიონი იუნიორებში (1978), ევროპის ჩემპიონი (1981), XXII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1980, მოსკოვი) და მსოფლიოს ჩემპიონი (1982, კოლუმბია).
იყო საქართველოს ნაკრების წევრი (1995–96). საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1977, 1979);
ღირსების ორდენის კავალერი (1996).
ნ. გუგუშვილი