დიდბაია, ჭ ყ ა ნ ტ ა (Caltha), მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა.
მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული ფართო, გულისებრი პრიალა ფოთლები, დიდი, კაშკაშა ყვითელი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი. მისი 20-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერსა და ცივ სარტყელში.
საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: დიდყვავილოვანი C. palustris და პატარაყვავილიანი C. polypetala, რ-ებიც იზრდებიან დაჭაობებულ ან ტენიან მდელოებზე, სუბალპ. და ალპ. სარტყელში, იშვიათად – უფრო დაბლაც.
ლ. ხინთიბიძე