დიდი ყარაულა

დიდი ყარაულა

დიდი ყარაულა, წ ყ ლ ი ს ბ უ ღ ა (Botaurus stellaris), ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა.

შეფერილობით მოწითურო-მურაა, მუქი გასწვრივი და გარდიგარდმო ზოლები დასდევს. სხვა ყანჩებისაგან განსხვავდება სქელი კისრითა და წითური შეფერილობით. არის გადამფრენი ფრინველი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

საქართველოში ბინადრობს დაჭაობებულ მინდვრებში, ტბებზე, აგრეთვე ჭაობებში, სადაც ხშირი ლერწამი ხარობს. აპრ.-მაისში კორდზე დებს 3–5 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 25–26 დღ-ღ.

საშიშროებისას თავს მაღლა სწევს და ინაბება ლერწნარში (აქედან მოდის სახელწ. ყარაულა). გაზაფხულზე, გამრავლების პერიოდში, მამალი ბუღის მსგავს ხმას გამოსცემს (აქედან მომდინარეობს სახელწ. წყლის ბუღა).

იკვებება წყლის მწერებით, ლოკოკინებით, ჭიებით, უფრო იშვიათად – თევზით, ბაყაყებით, მღრღნელებით.

რ. ჟორდანია