დიკა (Triticum carthlicum Nevskyi), კულტურული, ტეტრაპლოიდური, საგაზაფხულო ხორბლის სახეობის ძვ. ქართ. სახელწოდება, რ-იც V საუკუნიდან მოიხსენიება.
დ. ენდემური სახეობაა. საქართველოში გავრცელებული იყო მისი მრავალი სახესხვაობა, ფორმა და რასა, აბორიგენული და სელექციური ჯიში. მისი სახეობრივი ნიშანია თავთუნისა და ყვავილის კილებზე ფხების განვითარება. დ. იმუნური და სიცივისადმი გამძლეა. მის გენოტიპში ძვირფასი ნიშან-თვისებების გენებია.
დ. საუკეთესო საწყისი მასალაა სელექციისათვის, გვხვდება საქართვ. ფარგლებს გარეთაც.
პ. ნასყიდაშვილი