დიონისე, ბიზანტიელი ელჩი (V ს. II ნახევარი), იმპერატორის დავალებით ჩამოვიდა ეგრისში (დაახლ. 464–465), რათა მოლაპარაკებოდა ბიზანტიის ხელისუფლებისაგან გამდგარ ეგრისის მეფე გუბაზ I-ს. მან გუბაზს აუწყა იმპერატორის გადაწყვეტილება, რ-ის თანახმადაც მეფე იმპერატორს კონსტანტინოპოლში უნდა ხლებოდა. გუბაზმა დ-გან უშიშროების დაცვის გარანტია მიიღო და ბიზანტიის დედაქალაქში მას- თან ერთად ჩავიდა (465).
წყარო: პრისკეპანიონელი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის და ალ. გამყრელიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.
დ. ლეთოდიანი