დიოსკურიული მონეტა, ძვ. წ. II ს. ბოლოს დიოსკურიაში (ახლანდ. სოხუმი) მოჭრილი სპილენძის საქალაქო მონეტები.
მონეტა იჭრებოდა იმ დროს, როცა კოლხეთის სანაპირო შედიოდა პონტოს სამეფოში.
მონეტის შუბლზე გამოსახულია ორი ქუდი ექვს და რვაქიმიანი ვარსკვლავებით (მითოლ. ტყუპი ძმების – პოლიდევკესა და კასტორის ემბლემა), ხოლო ზურგზე – კვერთხი და ბერძნ. ზედწერილი: „დიოსკურიადოს". მასა 1,37–4,43 გ.
დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში (თბილისი), ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი).
ლიტ: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; Л о р д к и п а н и д з е Г. А., К истории древней Колхиды, Тб., 1970.
გ. დუნდუა