დოლიძე ავთანდილ ვახტანგის ძე (დ. 18. VI. 1941, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1990). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1963). 1964-იდან მუშაობს პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგანული ქიმიის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004-იდან ევრ. უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საერთაშ. ტექ. ექსპერტია. კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ნატიფი ორგანული სინთეზის, ქიმ. ეკოლ. სახიფათო ნარჩენების უტილიზაციისა და დაბინძურებული ტერიტორიების რეაბილიტაციის ტექნოლოგიების მეცნ. საფუძვლების შექმნა და პრაქტ. გამოყენება. მიღებული აქვს პ. მელიქიშვილის პრემია (2007). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2002).