დროზერა (Drosera), ც ვ რ ი ა ნ ა, მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი მწერიჭამია მცენარეების გვარი დროზერასებრთა ოჯახისა.
მისი ფესვთანური ფოთლები მოფენილია წითელთავიანი ჯირკვლოვანი ბუსუსებით. მათგან გამოყოფილი წებოვანი სითხის (შეიცავს ორგ. მჟავებსა და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს) საშუალებით მცენარე იჭერს და ინელებს მწერს.
დ-ს 100-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ტროპ. და ზომიერ სარტყლებში, განსაკუთრებით ბევრი სახეობაა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
საქართველოში 3 სახეობა გვხვდება: მრგვალფოთოლა დ. (D. rotundifolia), ინგლისური დ. ((D. anglica) და შუალედური დ. (D. intermedia). უძველესი ბორეალური ფლორის სახეობებია. იზრდება მხოლოდ აჭარაში, მთის ქვედა და ალპ. სარტყლის ტორფიან ჭაობებში. გვხვდება ერთეულებად ან ჯგუფებად.
სამივე სახეობა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".
{| class="wikitable" |
|
|
|}