დღიური

დღიური, ფართობის საზომი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში; გულისხმობდა მიწის იმ რაოდენობას, რ-საც გუთნეული ერთ დღეში მოხნავდა.

დ-ის სიდიდეს განაპირობებდა სამუშაო დღის ხანგრძლივობა, გამწევი ძალა და ნიადაგის ხარისხი. ქართ. წყაროებში გვხვდება XVI ს-იდან. XIX ს-ში დ. 0,39–0,5 ჰა ს უდრიდა. დ-ის ეკვივალენტური საზომი იყო ,,დღის მიწა", რ-იც წყაროებში XIII ს-იდანაა დადასტურებული.

. ჯაფარიძე