ერემოვი გრიგოლ არტემის ძე [11(24). IX. 1912, დაბა სურამი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – 22. VI. 2002, თბილისი], ქართველი მეცნიერი, იურისტი, სახელმწ. და ადმ. სამართლის სპეციალისტი. იურიდ. მეცნ. დოქტორი (1963), თსუ-ის პროფესორი (1964). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974). ე-ის ნაშრომები ეძღვნება საქართვ. კონსტიტუციის განვითარების ეტაპებს, კანონიერების განხორციელებას და სხვ.