ერენდორფერი ( Ehrendorfer) ფრიდრიხ (დ. 26.VII.1927), ბიოლოგი, ბოტანიკოსი, მცენარეთა სისტემატიკოსი. საქართველოს ეროვნ. მეცნ. აკად. უცხოელი საპატიო წევრი (1996), ბულგარეთის მეცნ. აკად. წევრი, ავსტრიის მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი. ვენის უნ-ტში სწავლობდა ბიოლოგიას, ბოტანიკას, პალეონტოლოგიასა და ფილოსოფიას (1945–49). ვენის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (1955–65), გრაცის უნ-ტის პროფესორი, ბოტან. სისტემატიკის ინ-ტის ხელმძღვანელი, ბოტან. ბაღის დირექტორი (გრაცი, 1965–70), ვენის უნ-ტის პროფესორი, ბოტან. ინ-ტის ხელმძღვანელი და ბოტან. ბაღის დირექტორი (1970–95). ე-ის სამეცნ. კვლევა მოიცავს მცენარეთა სინთეზურ სისტემატიკას (ციტოგენეტიკის, ევოლ. და ფილოგენეზის ურთიერთკავშირი). ე. 25 წელი ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ ჟურნალს „Plant Systematics and Evolution”. არის მრავალი სამეცნ. სტატიის, მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი.