ერისთავი ზინა ალექსანდრეს ასული

ერისთავი ზინა ალექსანდრეს ასული (17. X. 1930, თბილისი, – 16. III. 2002, იქვე), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1984). 1952 დაამთავრა მოსკოვის I სამედ. ინ-ტი, 1958–62 იყო ი. ჟორდანიას სახ. ქალის ფიზიოლ. და პათოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნ. მუშაკი, საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნ. მუშაკი (1962–71) და პირველი სამეანო განყ-ბის გამგე (1971–75), ქ. ალჟირის ბელფორის ჰოსპიტლის საუნივერსიტეტო კლინ. კონსულტანტი (1975–77), საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს პერინატალური მედ., მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სამეანო განყ-ბის გამგე (1978–81), აქვე – ქირურგიული განყ-ბის უფრ. მეცნ. მუშაკი (1981–84), თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი (1984–2002). ე-ს ეკუთვნის მრავალი სამეცნ. ნაშრომი მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე (მ. შ. 1 მონოგრაფია).