გოგილაშვილი ვახტანგ ნიკოლოზის ძე (დ. 20. XI. 1933, თბილისი), ინჟინერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991).
1957 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მექანიკის ფაკ-ტი მანქანათმშენებლის სპეციალობით. 1960-იდან დღემდე ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე. 2005-იდან არის კათედრის გამგე.
გ-ის სამეცნ. კვლევები ეხება მექანიკურ სისტემებში ენერგიის დანაკარგების შესწავლას; რთული სტრუქტურის ჯაჭვური სისტემების დინამ. ანალიზსა და სინთეზს; კოსმოსური ბაზირების ტრანსფორმირებადი სისტემების გაანგარიშებისა და დაპროექტების საკითხებს.
მონაწილეობდა პირველი ქართ. კოსმოსური ობიექტის – დიდი გასაშლელი რეფლექტორის – ღია კოსმოსში გაყვანის ექსპერიმენტში.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
თხზ.: ტრანსფორმირებადი სისტემების სტრუქტურული და კინემატიკური სინთეზი, თბ., 2009 (თანაავტ.).