გოგინავა უშანგი აკაკის ძე

გოგინავა უშანგი აკაკის ძე (დ. 2. X. 1968, სოფ. ვარჩე, ახლანდ. გულრიფშის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი (2004).

დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1993). 1995–2001 მუშაობდა თსუ-ის სოხუმის ფილიალის მათ. ანალიზის კათედრაზე. 2001-იდან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის პროფესორია.

კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ფურიეს მწკრივების კრებადობა და შეჯამებადობა.