„ზარი”

“ზარი”, პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1906–07 კვირაში ორჯერ. 1906 გამოვიდა №1–5; 1907 – №6–8. სულ გამოვიდა 8 ნომერი. რედ.-გამომცემელი – ნ. კურდღელაშვილი. დაიხურა თბილ. გენ.-გუბერნატორის განკარგულებით.