ზედაციხე

ზედაციხე, ქალაქის ყველაზე გამაგრებული ნაწილი (ძვ. საბერძნეთში – აკროპოლისი), წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რ-საც ომიანობის დროს თავს აფარებდა მოსახლეობა. ზ-ს საქართველოში უწოდებდნენ აგრეთვე შიდაციხეს, ზედაქალაქს. ზ. ჰქონდა ძვ. ქართულ ქალაქებს: მცხეთას, თბილისს, ქუთაისს, არქეოპოლისს, ანაკოფიას, ვანს და ა. შ.