ზედგინიძე ალა გიორგის ასული

ზედგინიძე ალა გიორგის ასული (დ. 16. II. 1941, თბილისი), ჰემატოლოგი, გენეტიკოსი. მედ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1999). 1964 დაამთავრა თსსი. 1965-იდან მუშაობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე. იყო სსრკ-ის მეცნ. აკად. გენეტიკისა და სელექციის საბჭოს სიმსივნის გენეტიკის სექციის წევრი (1982-იდან), ჰემატოლოგიის საკავშ. პრობლემური კომისიის ექსპერტი. 1989-იდან ხელმძღვანელობს ამავე ინ-ტში თავისსავე ჩამოყალიბებულ ლაბორატორიას, სადაც აწარმოებს ონკო-გენეტ. კვლევებს. 1997-იდან ზ-ის ინტერესის სფეროა რადიაციული გენეტიკა. 1999–2006 იყო თსსუ-ის ჰემატოლოგიის კათედრის პროფესორი. ზ-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებაა ლეიკოზისწინარე მდგომარეობისა და ლეიკოზის განვითარებისას გენეტ. აპარატის დარღვევების გამოვლენა. ზ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 3 გამოგონების, 4 მეთოდური რეკომენდაციისა და 1 სახელმძღვანელოსი.