ესტაფეტა

ესტაფეტა (ფრანგ. estafette, იტალ. staffa – უზანგი, ავჟანდი), 1. საგანგებო ფოსტა, რ-იც დაჰქონდათ შიკრიკებს, ჩვეულებრივ, ცხენოსნებს; 2. სპორტში, გუნდური შეჯიბრება სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში; გუნდის წევრები ერთიმეორის მიყოლებით გადიან დისტანციის ეტაპებს და გადასცემენ თანაგუნდელს დისტანციაზე გადაადგილების რიგს. მძლეოსნობაში ესტაფეტა გადაეცემა ჯოხით, სათხილამურო სპორტში – თანაგუნდელის ხელის შეხებით, ცურვაში – აუზის ბორტზე შეხებით.