გოგოლესუბანი

გოგოლესუბანი, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), მდ. სუფსის მარჯვ. ნაპირას, ტერასულ ვაკე-დაბლობზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 140 მ, ჩოხატაურიდან 4 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002).

გვიანდ. შუა საუკუნეებამდე სოფელს ქვემო ფარცხა ერქვა, შემდეგ – გოგოლეთი.