გოგოჭური დავით ლევანის ძე (15. XI. 1922, სოფ. ბუჩუკურთა, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 2000, თბილისი), ფოლკლორისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1990).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1949). პირველი წიგნი „მელექსეობა ხევსურეთში" 1974 გამოაქვეყნა. იკვლევდა ფოლკლორის ცალკეულ ჟანრებს, ხევსურული მელექსეობის, საგმირო, საწესჩვეულებო პოეზიის საკითხებს.
ავტორია პროზაული მხატვრული კრებულისა „ეს უმღერია პაპასა" (1991).
„ქართული ხალხური პოეზიის" თორმეტტომეულის მომზადებისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (სხვებთან ერთად, 1988).
თხზ.: ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები, თბ., 1977; ხალხური სიტყვიერება მავნე წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ, თბ., 1978.