ზემო სობისი

ზემო სობისი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი). ზ. დ. 750 მ, გორიდან 18 კმ. 612 მცხ. (2002). სოფლის შუაში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლები – 2 ეკლესია: ერთი – კვირაცხოვლის, მეორე – ღვთისმშობლისა. ორივე ეკლესია ერთნავიანია.