ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვან მოვლენათა ქრონოლოგია.

ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვან მოვლენათა ქრონოლოგია. XIX–XX სს.                                                              1802 ქელმენჩურის შეთქმულება. 1804 მთიულეთის აჯანყება. 1810 შეიარაღებული გამოსვლები იმერეთში. 1812 კახეთის აჯანყება. 1819–20 იმერეთის აჯანყეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვან მოვლენათა ქრონოლოგია. XIX–XX სს.ება. 1825–26 პეტერბურგსა და მოსკოვში ჩამოყალიბდა საიდუმლო ორგანიზაციები.

1827 თბილისში შეიქმნა შეთქმულთა ცენტრი.

1832 შეთქმულება 1832 წლისა.

1841 გურიის აჯანყება.

XIX ს. 60–70-იანი წწ. „თერგდალეულთა" გამოსვლა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ასპარეზზე.

1892 ქუთაისში ჩატარდა „თავისუფლების ლიგის“ დამფუძნებელი ყრილობა.

1901 შეიქმნა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია.

1914 შეიქმნა „საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი“. 1917 დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

შეიქმნა „ინტერპარტიული საბჭო“.

26 მაისი 1918 გამოქვეყნდა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

1921 სვანეთის აჯანყება.

1922 ხევსურეთის აჯანყება. შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი.

1924 აგვისტოს აჯანყება.

პარიზში დაარსდა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“.

1926 თბილისში შეიქმნა „თეთრი გიორგის“ პირველი კონსპირაციული ჯგუფი.

1928 თბილისში შეიქმნა „თეთრი გიორგი“ მეორე კონსპირაციული ჯგუფი.

1941 შეიქმნა ორგანიზაცია სამანი

1942 თბილისში დაარსდა „თეთრი გიორგის“ მესამე კონსპირაციული ჯგუფი.

1946 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააფუძნეს ეროვნული განმათავისუფლებელი ორგანიზაცია.

9 მარტი 1956 თბილისში საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისხლიანი დარბევა.

1976 საქართველოში დაარსდა ლეგალური ოპოზიციური ორგანიზაცია საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.

14 აპრილი 1978 ხალხმრავალი დემონსტრაცია თბილისში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შესანარჩუნებლად.

12 ნოემბერი 1988 თბილისში, მთავრობის სახლთან, დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნით.

9 აპრილი 1989 თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლიანი დარბევა.

28 ოქტომბერი 1990 საქართველოში გაიმართა მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა პარტიულმა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“.

1991 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.

9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს I სესიაზე მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

26 მაისს ჩატარდა პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევნები.