ზვიადაძე მიხეილ დავითის ძე

ზვიადაძე მიხეილ დავითის ძე (დ. 22. I. 1935, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1991). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1958). 1962–66 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში, 1966–73 ნახევარგამტარული ხელსაწყოების სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1973–86 და 1998–2009 – ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტში; 1986–98 იყო სპი-ის (ამჟამად სტუ) ზოგადი და თეორ. ფიზ. კათედრის გამგე. 2009-იდან მუშაობს სტუ-ში. კვლევის ძირითადი სფეროა: მაგნ. რეზონანსის თეორია, არაწონასწორული პროცესების თეორია, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი ძრავების თეორია.