ზირაქაძე ალექსანდრა ნაუმის ასული

ზირაქაძე ალექსანდრა ნაუმის ასული (7. II. 1928, თბილისი, – 27. XII. 1990, იქვე), ფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1990). 1951 დაამთავრა თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1951–60 მუშაობდა ამავე ინ-ტის ნორმალური ფიზიოლ. კათედრაზე; 1960–63 – ფარმაკოქიმიის ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომლად. 1963–90 იყო კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედ. და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ფიზიოლ. და პათოფიზიოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნ. თანამშრომელი და ექსპერ. ლაბორ. გამგე, შემდეგ – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. პარალელურად პედ. საქმიანობას ეწეოდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტში მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 1 მონოგრაფია. ზ. ავტორია ერთი გამოგონებისა.