ზურაბაშვილი ზურაბ ავლიპის ძე

ზურაბაშვილი ზურაბ ავლიპის ძე (დ. 13. IV. 1938, თბილისი), ფსიქიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1978), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1997); საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკად. წევრი (2004). 1962 დაამთავრა თსსი. 1965–71 მუშაობდა მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1972–89 ხელმძღვანელობდა ამავე ინ-ტის პათოფიზიოლ. ლაბორატორიას, 1984–96 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ქრომატოგრაფიის ცენტრს; 1996-იდან არის მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ფუნქციური დიაგნოსტიკის ლაბორ. გამგე. ზ-ის სამეცნ. შრომები ეხება ფსიქიატრიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 6 მონოგრაფია, ავტორია 12 გამოგონებისა და 6 რაციონალური შეთავაზებისა.