გოდორები

გოდორები, ვულკანური მთა სამსრის ქედზე, ფარავნის ტბის დას-ით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3188 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტურ-დაციტური ლავებით. მწვერვალზე შემორჩენილია ძვ. გამყინვარების კვალი, კალთებზე, ქვემოთ, ალპ. მდელოებია, ზემოთ – ქვაყრილები.

მ. უთმელიძე