ზვიადაური ჯარჯი ოთარის ძე (დ. 10. XI. 1986, ახმეტა), სპორტსმენი (ძიუდო). ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (ათენი, 2004) და ბრინჯაოს პრიზიორი (ლონდონი, 2012). მსოფლიოს ჩემპიონი (2010–11), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (2005, 2007) და მესამე (2013) პრიზიორი, ევრ. ჩემპიონი (2004), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში (2002). 2002-იდან ასპარეზობს საბერძნეთის სახელით (ილიას ილიადისი).