ზეინკლიშვილი ჯემალ ვასილის ძე

ზეინკლიშვილი ჯემალ ვასილის ძე (19. XII. 1937, ბორჯომი, – 1. IX. 2011, თბილისი), სპორტსმენი (ფეხბურთი), სსრკ სპორტის ოსტატი. 1959–65 იყო თბილ. „დინამოს” ნახევარმცველი და ცენტრ. მცველი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 171 მატჩი (6 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და ორგზის მესამე პრიზიორი (1959, 1962). 1964 დაასახელეს სსრკ-ის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. გამოირჩეოდა ფიზ. მონაცემებით, შრომისუნარიანობით. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).