გომა, მთა შავშეთის ქედის ჩრდ. განშტოებაზე, მდინარეების ტბეთისა (ჩირუხისწყლის მარცხ. შენაკადი) და დიდღელის (მერისის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფზე, შუახევის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 2360 მ.
აგებულია პალეოგენური ვულკანური ქანებით (ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტური განფენი). გ. გუმბათის ფორმისაა. კალთები ციცაბოა, დაფარული ფართოფოთლოვანი ტყით; წვერზე სუბალპ. მდელოა.
დ. უკლება