გომართა

გომართა, ძველი ნასოფლარი ფრონის ხეობაში, სოფელ ვახტანადან (ქარელის მუნიციპალიტეტი) 10 კმ-ზე, ქართლ-იმერეთის საზღვარზე. აქ გადიოდა კორბოულისა და ჭიათურისაკენ მიმავალი გზა.

ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) დაცარიელებულ სოფლად მოიხსენიებს.

ნასოფლარის მახლობლად, მაღალი მთის თავზე, შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევი. ნაგებია კლდის ქვით, ურევია აგურიც. შესასვლელი სამხრიდან აქვს. ინტერიერში აგურის კანკელია. შელესილი კედლები მოხატული იყო, რ-ის ფრაგმენტებიც აქა-იქ არის შემორჩენილი. გადახურული იყო ქვა-ფიქალით. მოხატულობის მიხედვით ძეგლი თარიღდება XV– XVI სს-ით.

ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963.